მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Hugo Boss-ის აქციები მკვეთრად ეცემა

boss

გერმანული მოდის სახლის, Hugo Boss-ის აქციების ღირებულება საფონდო ბირჟაზე მკვეთრად ეცემა - 24 საათში კორექციის მაჩვენებელი 9%-ია, ხოლო წლის დასაწყისიდან დღემდე ვარდნის მაჩვენებელი 43%-ს აღწევს.

ბოლო პერიოდის განმავლობაში კომპანიის კაპიტალიზაციის კლება არადამაკმაყოფილებელი ფინანსური შედეგებით და გაუარესებული სამომავლო პროგნოზებით არის განპირობებული. როგორც კომპანიაში ვარაუდობენ, წლის ბოლოსთვის შემოსავალი 4 მილიარდ 730 მილიონი დოლარი იქნება, რაც ანალიტიკოსების პროგნოზზე ნაკლები მაჩვენებელია.

Hugo Boss-ის არადამაკმაყოფილებელი შედეგები მსოფლიოს მასშტაბით ფუფუნების საგნებზე შემცირებული მოთხოვნით არის განპირობებული, განსაკუთრებით ჩინეთის მასშტაბით, სადაც ეკონომიკური ვითარება გაუარესებულია და მომხმარებლის ქცევა არსებითად შეცვლილია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები