მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰუსიტების მუქარის გამო ბაბ-ელ-მანდებისკენ მიმავალი საუდის არაბეთის ნავთობტანკერები უკან გაბრუნდნენ

ბაბ ელ-მანდები

საუდის არაბეთის ნავთობით დატვირთულმა ორმა ტანკერმა, რომლებიც ჩინეთისა და ინდოეთისკენ მიემართებოდა და რომლებსაც ბაბ-ელ-მანდების სრუტე უნდა გაევლოთ, ტერორისტული დაჯგუფება "ჰუსიტების" მუქარის შემდეგ გეზი შეიცვალეს და უკან გაბრუნდნენ. არსებული ინფორმაციით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ეკიპაჟებმა შეტყობინება მიიღეს, რომ თუ ისინი ყურის გავლასა და ბლოკადის დარღვევას ცდიდნენ, თავდასხმის ქვეშ მოექცეოდნენ.

იემენის ჩრდილოეთსა და დასავლეთში გამაგრებულმა დაჯგუფებამ, რომელსაც ბაბ-ელ-მანდების სრუტის კონტროლი შეუძლია, უკვე არაერთი საზღვაო კომპანია გააფრთხილა. ტერორისტები იერიშით ემუქრებიან ყველა იმ ხომალდს, რომელსაც საუდის არაბეთის ნავთობი გადააქვს.

საყურადღებოა, რომ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის ფონზე, წითელი ზღვა საუდის არაბეთისთვის ნავთობის ექსპორტის მთავარი ალტერნატიული გზა იყო. ორ მხარეს შორის კონფლიქტის გაღვივების ფონზე კი ერ-რიადმა კონტროლი ამ მარშრუტზეც დაკარგა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰუსიტებს ბაბ-ელ-მანდების სრუტე ჯერ არ ჩაუკეტავთ, თუმცა აღნიშნა, რომ მსგავსი მცდელობის შემთხვევაში ვაშინგტონი შესაბამის ზომებს მიიღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები