მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰუსიტების თავდასხმების ფონზე ნავთობის ფასმა 5-თვიან მაქსიმუმს მიაღწია

ნავთობი

საუდის არაბეთზე იემენელი ჰუსიტების თავდასხმებისა და ენერგორესურსების მიწოდების შეფერხების საფრთხის გათვალისწინებით, ნავთობის ფასი დაახლოებით 3%-ით გაიზარდა და 5-თვიან მაქსიმუმს მიაღწია.

როგორც ირკვევა, Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსების ღირებულება $3.51-ით, ანუ 3.2%-ით გაიზარდა და ბარელზე $113.71 შეადგინა, რაც 4 მაისის შემდეგ დაფიქსირებული უმაღლესი ნიშნულია.

პარალელურად, ამერიკული West Texas Intermediate-ის მარკის ნავთობის ფასმა $2.14-ით, ანუ 2.2%-ით მოიმატა და $100.3-ს მიაღწია.

რაც შეეხება უშუალოდ საომარ მოქმედებებს, ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებასა და საუდის არაბეთის კოალიციას შორის შეტაკებები ბოლო დღეებში კიდევ უფრო გაძლიერდა. ჰუსიტებმა წითელი ზღვის შესართავთან მდებარე ბაბ-ელ-მანდების სრუტისკენ წაიწიეს. ამასთან, Saudi Aramco-მ ბაჰრეინის მახლობლად, ქალაქ დაჰრანში მდებარე სათავო ოფისიდან თანამშრომლების ევაკუაცია გამოაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები