მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Hyundai და Kia წელს ავტომობილების გაყიდვების ზრდას პროგნოზირებენ

61dffac3866a0
თათია კაკიაშვილი
13.01.22 16:55
949
სამხრეთ კორეული ავტომწარმოებელი კომპანია Hyundai და მისი შვილობილი Kia პროგნოზირებენ, რომ ერთობლივად მათი ავტომობილების გლობალური გაყიდვები 2022 წელს 12,1%-ით გაიზრდება. ინფორმაციას "ევრონიუსი" ავრცელებს. ამასთან, წელს კომპანიები მიზნად ისახავენ 7,47 მილიონი ავტომობილის გაყიდვას.

გამოცემის ცნობით, გაყიდვების ზრდა გარდაუვალი იქნება იმის მიუხედავად, რომ გასულ წელს გლობალურად ჩიპების დეფიციტის გამო ორივე კომპანიის გაყიდვები გეგმას მიზნობრივად ჩამორჩებოდა.

„2022 წელს Hyundai Motor გეგმავს ბაზრის წილის გაფართოებას და მოგებიანობის გაძლიერებას, ჩიპების მიწოდებისა და მოთხოვნის სტაბილიზაციის ძალისხმევით, მანქანების წარმოების განრიგის კორექტირებით, ელექტრომობილების ხაზის გაძლიერებით, ასევე, რეგიონების მიხედვით გაყიდვების მოგებისა და ზარალის ოპტიმიზაციის გზით“, - წერია Hyundai Motor-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანიებმა 2021 წელს 6,67 მილიონი ავტომობილი გაყიდეს, რაც Hyundai-ს და Kia-ს მიზნობრივ გეგმაზე - 6,92 მილიონ გაყიდულ მანქანაზე - დაახლოებით, 3.7%-ით ნაკლები იყო. ორივე კომპანიაში გასულ წელს გაყიდვების შეფერხების ძირითად მიზეზებად მიწოდების პრობლემა და ჩიპების დეფიციტი სახელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები