მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

I კვარტალში ელექტროენერგიის გამომუშავება 15.6%-ით შემცირდა - რა მოლოდინებია ექსპორტთან მიმართებაში;

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება შემცირდა. სამ თვეში გენერაციის ობიექტებმა ჯამურად 2,809 გვტ. საათის ელექტროენერგია აწარმოეს, რაც წლიურად 15.6%-ით შემცირებული მაჩვენებელია. შემცირებულია როგორც თბოსადგურების, ასევე ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა. ამ ფონზე კი მზარდია ელექტროენერგიის საბალანსო ფასი, მარტში წლიურად ეს მაჩვენებელი 4.3%-ით იყო გაზრდილი და 6 ცენტრს გადააჭარბა. პირველი კვარტლის მაჩვენებლებზე დაყრდნობით, ენერგეტიკის დარგის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ წელს ელექტროენერგიის ექსპორტში კლების ტენდენცია შენარჩუნდეს. რა ტენდენციებია ენერგეტიკის სექტორში და როგორია მოლოდინები?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები