მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

I კვარტალში ენერგეტიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 56%-ით შემცირდა - TOP ქვეყნები/კომპანიები

ჰესი ჰიდროელექტროსადგური ენერგეტიკა

2026 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 11.8% ენერგეტიკაზე მოდიოდა. 31.9 მლნ აშშ დოლარით ენერგეტიკა FDI-ს მიხედვით მეოთხე უმსხვილესი დარგია. აღსანიშნავია, რომ მაჩვენებელი წლიურად 56%-ით არის შემცირებული.

BM.GE-მ საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია - რომელი ქვეყნებიდან და კომპანიებში ჩაიდო პირველ კვარტალში ენერგეტიკაში ინვესტიციები.

საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ენერგეტიკაში ინვესტიციები ასე ნაწილდება:

  • ნიდერლანდები - $4.6 მლნ;
  • თურქეთი - $1.8 მლნ;
  • ჩეხეთი - $1.5 მლნ;
  • სომხეთი - უარყოფითი იყო და -$140.2 ათასი შეადგინა;
  • ლუქსემბურგი - უარყოფითი იყო და -$1.3 მლნ შეადგინა;
  • დანარჩენი ქვეყნები - $25.4 მლნ.

რაც შეეხება კომპანიებს, სადაც ამ პერიოდში ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია ჩაიდო, მათი ათეული ასე გამოიყურება (არაა დალაგებული რეიტინგის მიხედვით):

  • სს თელასი
  • შპს საქართველო-ურბან ენერჯი
  • შპს თბილისი ენერჯი
  • სს საქორგგაზი
  • შპს აღმოსავლეთის ენერგოკორპორაცია
  • შპს აჭარ ენერჯი-2007
  • სს ეპ ჯორჯია გენერაცია
  • შპს ლუქს ენერჯი ტრეიდინგ
  • სს ეპ ჯორჯია მიწოდება
  • შპს ვოლტარეს პაუერ პროჯექტს

წინასწარი მონაცემებით, ამ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში 271.2 მლნ აშშ დოლარის FDI ჩაიდო. წლიური ზრდა 47.7%-ია. ამასთან, რეინვესტიციის წილი მთლიან FDI-ში ნახევარზე მეტია და 53.8% აღწევს. საქსტატში განმარტავენ, რომ FDI- ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის გაზრდით“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები