მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

I კვარტალში ევროზონის ეკონომიკა 1.3%-ით გაიზარდა

644be7d37a83d
გიორგი თოლორდავა
28.04.23 20:42
682
ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის I კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ევროზონის ეკონომიკა 1.3%-ით გაიზარდა, აღნიშნული მაჩვენებელი 0.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელზე და 0.5 პპ-ით ჩამოუვარდება წინა კვარტლის შედეგს.

რაც შეეხება სამომხმარებლო ფასებს, მარტში წლიური ინფლაციის დონემ 6.9% შეადგინა, რაც 1.6 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელზე.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას (CPI), რომელიც არ ითვალისწინებს სურსათისა და ენერგორესურსების ფასებს, აღნიშნული მაჩვენებელი 0.1 პროცენტული პუნქტით, 5.7%-მდე გაიზარდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ზოგად ეკონომიკაში ფასების ზრდის ტემპი ისევ ნარჩუნდება.

შეგახსენებთ, რომ დეკემბერში ინფლაცია 9.2% იყო; ნოემბერში - 10.1% იყო; ხოლო ოქტომბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 10.6%-ს შეადგენდა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი იყო.

მარტში წლიური ინფლაციის მოსალოდნელზე მეტად შემცირება მსოფლიოს მასშტაბით ნავთობისა და გაზის გაიაფებითაა განპირობებული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ბუნებრივი აირის ღირებულებაა, რომელიც ერთთვიან ჭრილში თითქმის 40%-ითაა შემცირებული.

ცნობისთვის, რეკორდული ინფლაციის მოსათოკად და ევროს გაუფასურების შესაჩერებლად, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის აგრესიული ტემპით გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. ECB-ის კომიტეტმა მარტში რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 50 საბაზო პუნქტით, 3%-იან ნიშნულამდე გაზარდა.

ინფლაციის ტემპის შენელების ფონზე, ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ ECB-ის კომიტეტის მომდევნო სხდომაზე ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის არა 75-50 საბაზო პუნქტით, არამედ 25-ით გამკაცრების გადაწყვეტილებას მიიღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები