2026 წლის I კვარტალში გამოკითხული კომპანიების 32%-მა გაზარდა გაყიდვების ფასები. ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსშია აღნიშნული.
რაც შეეხება 2026 წლის II კვარტალის მოლოდინს, გამოკითხული კომპანიების 36% ვარაუდობს გაყიდვების ფასების ზრდას.
სექტორებს შორის, 2026 წლის I კვარტალში ფასების ზრდას პროცენტულად ყველაზე მეტი კომპანია მრეწველობის (41%) და მშენებლობის (40%) სექტორებში აფიქსირებს.
2026 წლის II კვარტალში ფასების ზრდის მოლოდინი კი ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორში (60%) ფიქსირდება.
აღსანიშნავია, რომ გასულ წლებთან შედარებით გაზრდილია კომპანიების წილი, რომლებმაც ფასები გაზარდეს.
გაყიდვების ფასები BAG-ის წევრ და მათ ჯგუფში შემავალ კომპანიებში





























