მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

I კვარტალში ფეროშენადნობების ექსპორტი თითქმის განახევრდა - სად ვყიდით?

ფეროშენადნობები

2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი 46.1%-ით შემცირდა და 39.1 მლნ დოლარი (38 040 ტონა) შეადგინა.

იანვარ-მარტში სწორედ ფეროშენადნობები იყო ქვეყნის ადგილობრივ ექსპორტში მეხუთე უმსხვილესი სასაქონლო კატეგორია, 6.1%-იანი წილით.

ოფიციალური სტატისტიკით, ყველაზე დიდი მოცულობით ფეროშენადნობები წელს თურქეთსა და ესპანეთში გავიდა. უფრო დეტალურად, TOP 5 საექსპორტო ბაზარი შემდეგია:

  • თურქეთი - $7.6 მლნ/7 158 ტონა;
  • ესპანეთი - $6.2 მლნ/6 651 ტონა;
  • იტალია - $3.5 მლნ/3 027 ტონა;
  • პორტუგალია - $3.3 მლნ/3 000 ტონა;
  • უკრაინა - $2.9 მლნ/2 689 ტონა.

2024 წელს ფეროშენადნობების ექსპორტი 78%-ით გაიზარდა და 322.2 მლნ დოლარი (281 517 ტონა) შეადგინა. გასულ წელს მთავარი საექსპორტო ბაზარი ასევე თურქეთი იყო, რომელსაც აშშ მოსდევდა.

ცნობისთვის, ფეროშენადნობთა ასოციაციაში პოზიტიური პროგნოზები აქვთ და მიაჩნიათ, რომ მსოფლიოში პროდუქტზე ფასი გაიზრდება, რაც საქართველოში არსებულ დახურულ ქარხნებს წარმოების განახლებაში დაეხმარებათ. ამის შესახებ ფეროშენადნობების მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნუგზარ კევლიშვილმა "საქმიან დილაში" 16 აპრილს განაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები