მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

I კვარტალში ფოთის პორტმა, 4 წლიან პერიოდში, კონტეინერების ყველაზე მეტი რაოდენობა დაამუშავა

ბოლო 4 წლის განმავლობაში წელს პირველ კვარტალში ფოთის პორტმა კონტეინერების ყველაზე მეტი რაოდენობა დაამუშავა. ფოთის საზღვაო ადმინისტრაციის მონაცემებით, იანვარ-მარტში ნავსადგურში 146 468 TEU კონტეინერი დამუშავდა, 16%-ით მეტი ვიდრე შარშან. „ამავდროულად გაიზარდა საკონტეინერო გემების მიღებაც. „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ წლის დასაწყისიდან დღემდე, 81 საკონტეინერო გემი მიიღო, ხოლო 2024 წლის იგივე პერიოდში - 74. გაზრდილია ნაყარი ტვირთების რაოდენობაც. თუ კომპანიის მიერ წელს 82 369 ტონა ტვირთი დამუშავდა, შარშან ამ დროს ეს რაოდენობა მხოლოდ 37 281 ტონა იყო. რა ტენდენციებია საზღვაო პორტებში?

სტუმარი: ზვიად ჩხარტიშვილი - ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები