მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

I კვარტალში jobs.ge-ზე ვაკანსიები 15.7%-ით შემცირდა - დასაქმების თრექერი

Jobs.GE

PMCG კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მონაცემებით, 2025 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნდა 17 886 ვაკანსია, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 15.7%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

პუბლიკაციის თანახმად, ვაკანსიების საერთო რაოდენობის კლებაზე ყველაზე დიდი გავლენა ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის კატეგორიას ჰქონდა.

რაც შეეხება ვაკანსიებს კატეგორიების მიხედვით, 2025 წლის პირველ კვარტალში 3 743 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.6%-ით შემცირებული მაჩვენებელია. 2 874 ვაკანსია გამოქვეყნდა ლოჯისტიკის, ტრანსპორტისა და დისტრიბუციის კატეგორიაში, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 10.7%-ით ნაკლებია. ხოლო 4 393 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 15.6%-ით ნაკლებია.

მხოლოდ მარტში jobs.ge-ზე ჯამურად 6 165 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2025 წლის თებერვალში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით, 10.3%-ით მეტია, თუმცა 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17.7%-ით ნაკლებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები