მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

I კვარტალში პორტების დატვირთვა 4.3 მილიონ ტონამდე გაიზარდა - შემოსული გემების რაოდენობა შემცირდა

პორტი

2026 წლის I კვარტალში საქართველოს პორტებისა და ტერმინალების დატვირთვა გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში ნავსადგურებში 19.7%-ით მეტი 4 მილიონ 317 ათასი ტონა ტვირთი გადამუშავდა.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საზღვაო ნავსადგურებისა და ტერმინალების ძირითადი მაჩვენებლების მიხედვით, გადამუშავებული ტვირთის 49.1% გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 30.4% — თხევადი ტვირთი, ხოლო 20.4% - ნაყარი ტვირთი.

ამასთან, ტვირთების საერთო მოცულობის ზრდის მიუხედავად, I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში 401 გემი შემოვიდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდში შემოსული გემების რაოდენობას 50-ით ჩამორჩება. წელს შემოსული გემებიდან 51.6% იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 19.2% - თხევადი ტვირთმზიდი, 19.2% - კონტეინერმზიდი, ხოლო დანარჩენი 10% ნაყარ ტვირთმზიდზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.

საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 23%-ით ნაკლები თხევადი ტვირთმზიდი მიიღო, 8.7%-ით ნაკლები — სპეციალიზებული, 8.4%-ით ნაკლები — გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი გემი, 6.1%-ით ნაკლები — კონტეინერმზიდი, 5%-ით ნაკლები — ნაყარი ტვირთმზიდი.

ამ პერიოდში შემოსული გემებიდან ყველაზე მეტი პანამის დროშის ქვეშ ცურავდა. სხვადასხვა ქვეყნის ქვეშ მცურავი გემების წილობრივი მაჩვენებელი ასეთია:

  • პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემების წილი - 18.2%;
  • თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემების წილი - 13.7%;
  • ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი გემების წილი - 10%;
  • მალტის დროშის ქვეშ მცურავი გემების წილი - 7,5%;

სხვა ქვეყნებზე კი 50,6% განაწილდა.

I კვარტალში 53.6%-ით გაიზარდა საქართველოს პორტებით მოსარგებლე მგზავრების რაოდენობა. ნავსადგურები 3.2 ათას მგზავრს მოემსახურნენ. ამასთან, მგზავრთა ნაკადში გასული მგზავრების წილი აღემატებოდა შემოსული მგზავრების წილს და 55.3%-ს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები