2026 წლის პირველ კვარტალში სამხრეთ კავკასიის მილსადენში (SCP) გატარებული გაზის მოცულობა გაიზარდა. კერძოდ, BP-ის მიერ მომზადებულ ანგარიშში წერია, რომ 2026 წლის პირველი კვარტალის განმავლობაში, SCP-ის გაზის საშუალო გატარება იყო 63.5 მილიონი კუბური მეტრი დღეში. მაშინ როცა 2025 წელს ეს მაჩვენებელი 2.7 მლნ მ3-ით ნაკლები 60.8 მლნ მ3 იყო.
რაც შეეხება სხვა მაჩვენებლებს, BP-ის თანახმად, პირველი კვარტალის განმავლობაში, SCP-ის საოპერაციო დანახარჯი ჯამში დაახლოებით 21 მლნ დოლარი იყო და კაპიტალური დანახარჯი კი დაახლოებით 9 მილიონი დოლარი.
SCP 2006 წელს შევიდა ექსპლუატაციაში და შაჰ-დენიზის გაზს აწვდის აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს. მილსადენის გაფართოების პროექტიდან თურქეთისთვის გაზის კომერციული მიწოდება 2018 წლის ივნისში დაიწყო და ევროპისთვის კი 2020 წლის დეკემბერში.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, შარშან SCP-მ დაახლოებით 23 მლრდ მ3 გაზი გაატარა. ბოლო ორ წელში გაზსადენი ფაქტობრივად საპროექტო დატვირთვით მუშაობს.




























