მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

I კვარტალში საქართველოდან ნავთობპროდუქტების ექსპორტი 3 715%-ით გაიზარდა - სად ვყიდით?

ნავთობი

საქართველომ ნავთობპროდუქტების ადგილობრივი ექსპორტით იანვარ-მარტში 200.7 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 3 715%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ჯამში ამ პერიოდში 19 ქვეყანაში 361 218 ტონა ადგილობრივი წარმოების ნავთობპროდუქტები გადაიზიდა. ეს კი ჯამში 3 809%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის ექსპორტის მოცულობაზე.

რაც შეეხება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს, ქვეყანამ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტით მხოლოდ 5.2 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.

საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალი კი ასეთია:

  1. ტოგო - 55.3 მლნ აშშ დოლარის 71 280;
  2. თურქეთი - 48.1 მლნ აშშ დოლარის 100 803 ტონა;
  3. ჩინეთი - 22.8 მლნ აშშ დოლარის 29 238 ტონა;
  4. მალტა - 17.1 მლნ აშშ დოლარის 32 861 ტონა;
  5. მაროკო - 16.7 მლნ აშშ დოლარის 30 170 ტონა;
  6. სინგაპური - 11.8 მლნ აშშ დოლარის 37 932 ტონა;
  7. არაბთა გაერთიანებული საამიროები - 11.8 მლნ აშშ დოლარის 34 816 ტონა;
  8. ლიბია -11.4 მლნ აშშ დოლარის 9 499 ტონა;
  9. კვიპროსი - 3.5 მლნ აშშ დოლარის 13 164 ტონა;
  10. უზბეკეთი - 580.9 ათასი აშშ დოლარის 302.4 ტონა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ნავთობპროდუქტების ადგილობრივი ექსპორტი 2025 წლის ნოემბერსა და დეკემბერში გააქტიურდა. კერძოდ, იქამდე ყოველთვიური ექსპორტი 1.5-2 მილიონი დოლარის ფარგლებში იყო, ნოემბერში კი ის ჯერ 30.1 მილიონ დოლარამდე (60.2 ათასი ტონა) გაიზარდა, დეკემბერში კი 31.9 მილიონი დოლარი (62 ათასი ტონა) გახდა. ასეთი მატება დაკავშირებულია კომპანია "ბლექ სი პეტროლიუმის" ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის ამუშავებასთან და მის მიერ პროდუქციის ექსპორტის დაწყებასთან.

ნავთობპროდუქტების კლასიფიკაციაში ბენზინის, დიზელის და ნავთის გარდა, სხვა ტიპის პროდუქციაც შედის. კერძოდ, ეს დასახელება აერთიანებს ასევე საპოხ მასალებს, (ზეთები, პლასტიკური საპოხები), ნავთობქიმიურ ნედლეულს, ბიტუმს და სხვა სპეციალურ პროდუქტებს (პარაფინები).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები