მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

I კვარტალში საქართველომ 5 600 კგ დარიჩინი შეიძინა - სად ვყიდულობთ პროდუქტს?

cinnamon

2026 წლის პირველ კვარტალში საქართველომ 23 300 დოლარის ღირებულების 5 600 კგ დარიჩინი შეისყიდა. იმპორტი წლიურად 25.2%-ით გაიზარდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წლის პირველ კვარტალში დარიჩინის მთავარი მომწოდებელი ბულგარეთია. იმპორტის ზრდაც ამ ქვეყნიდან დარიჩინის შესყიდვების გააქტიურებით არის განპირობებული.

I კვარტალში ბულგარეთიდან 10 900 დოლარის ღირებულების 4 000 კგ პროდუქტი შევიძინეთ; უკრაინიდან 6 900 დოლარის 800 კგ; თურქეთიდან 1 700 დოლარის 100 კგ; ესპანეთიდან 900 დოლარის, ხოლო ეგვიპტიდან 800 დოლარის 500 კგ.

საქართველოდან დარიჩინი რეექსპორტზეც გადის. პირველ კვარტალში ამგვარად ქვეყნიდან 300 დოლარის პროდუქტი ისრაელში, 100 დოლარის კი საბერძნეთში გავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები