მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

I კვარტალში საქართველომ აზერბაიჯანიდან 0.9 მლრდ მ³ გაზის იმპორტი განახორციელა

6436a03fe508c
მარიამ ვარადაშვილი
12.04.23 16:55
764
2023 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში 0.9 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის აზერბაიჯანული გაზის იმპორტი განხორციელდა. აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, იანვარ-მარტში ჯამში ქვეყანამ ექსპორტზე 6.5 მილიარდის კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივი გაზი გაიტანა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდზე 11%-ით მეტია. პირველ კვარტალში ევროპაში 2.9 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზია ექსპორტირებული, ხოლო თურქეთში - 2.7 მილიარდი კუბური მეტრი.

რაც შეეხება გაზის წარმოებას, იანვარ-მარტში ბუნებრივი გაზის წარმოება 12.2 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდა, აქედან 6.7 მილიარდი კუბური მეტრი შაჰდენიზის საბადოდან იქნა მოპოვებული. წლიურად გაზის წარმოება 3%-ით 356 მლნ კუბური მეტრით არის გაზრდილი.

გასულ წელს აზერბაიჯანმა ექსპორტზე ჯამში 22 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის გაზი გაიტანა, რაც წლიურად 18%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ოფიციალური სტატისტიკით, ევროპაში გაზის ექსპორტი ქვეყანამ 11.4 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზარდა. აღსანიშნია, რომ 2022 წლის ივნისში ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის გაზის იმპორტის საკითხზე ხელმოწერილი მემორანდუმი 2027 წლისთვის ევროკავშირისთვის წლიურად სულ მცირე 20 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზის მიწოდებას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები