2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოში 140 ტონა საზამთროს იმპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებაც 58.6 ათასი დოლარი იყო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იმპორტი 21%-ით გაიზარდა.
წელს, ისევე როგორც გასული წლის დასაწყისში, საქართველოში საზამთრო ძირითადად ირანიდან შემოდიოდა, თუმცა ამ მიმართულებიდან წლიურად იმპორტი შემცირებულია. ჯამში პირველ კვარტალში საქართველომ 41.3 ათასი დოლარის 127 ტონა ირანული საზამთრო შეიძინა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი $43 ათასის/136 ტონამდე. ამასთან, ირანიდან იმპორტი მხოლოდ მარტში განხორციელდა.
საქართველო ამ პერიოდში საზამთროს ასევე ნიდერლანდებიდან ყიდულობს. წელს იმპორტი გაიზარდა და ჯამში 12 ტონა პროდუქტში 17 ათასი დოლარი გადავიხადეთ. მცირე მოცულობებით საზამთრო თურქეთიდანაც შემოდის.




























