საქსტატმა 2020 წლის I კვარტალში გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 619.9 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 8.5%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. გასვლების უდიდესი ნაწილი - 44.3% 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა.