2025 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 მილიონ 262 ათასი იყო, ხოლო მათი ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 მილიონ 506 ათასი შეადგინა. I კვარტალში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1.2%-ით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 3.1%-ით შემცირდა.

საანგარიშო პერიოდში ასევე შემცირდა ტურისტული ტიპის ვიზიტები. კერძოდ, რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 623.6 ათასი იყო, რაც წლიურად 9.4%-იანი კლებაა. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 35.6% თბილისის მცხოვრებელია, ხოლო 15.6% იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმზე მოდის.
2025 წლის პირველ კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა (53.6%) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით, მეორე ადგილს (16%) საყიდლები იკავებს. საქსტატის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ვიზიტი თბილისსა (საშუალოდ 378.2 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 328.4 ათასი ვიზიტი თვეში) შედგა.
პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა 242.4 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 8.8% ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი 6%-თ 160.8 ლარამდე შემცირდა.




























