შსს-მ I კვარტალში ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე 1 416 პირი შეამოწმა, საიდანაც 1 071-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა.
გამოდის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის მიერ გატესტილი მოქალაქეების 75.6% ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ნარკოტიკულ ზემოქმედება 1 057 -ს მამაკაცს დაუდასტურდა; დეპარტამენტმა სამ თვეში სულ 19 ქალი შეამოწმა და აქედან ნარკოტიკული თრობა 14-ს დაუდასტურდა.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალშივე, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე შემოწმებულ პირთაგან 5 არასრულწლოვანი იყო, რომელთაგან 2-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა.
სტატისტიკით, ნარკოლოგიურ შემოწმება გავლილთა შორის ყველაზე ბევრი, 831 ადამიანი 25-44 ასაკობრივ კატეგორიაში იყო.