მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

I კვარტალში ტურისტულმა ვიზიტებმა პანდემიამდელ მაჩვენებელს 6.4%-ით გადააჭარბა - ტურიზმის ადმინისტრაცია

ტურიზმი
22.04.24 11:09
422

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში 938 644 ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2023 წელთან შედარებით 11%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, 2019 წლის მონაცემებთან შედარებით კი ზრდა 6.4%-ია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, იანვარ-მარტში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა 1.3 მილიონიან ნიშნულს მიაღწია, ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.6%-ია, რაც 2019 წლის მონაცემები კი 80.4%-ით აღდგა.

საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები