მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

I კვარტალში ვაშლის ექსპორტ-იმპორტი შემცირდა - სად ვყიდით და ვყიდულობთ პროდუქტს?

6458bcd2ac859
ვიქტორია მღებრიშვილი
09.05.23 10:00
823
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ვაშლის ექსპორტი გაორმაგდა. საქსტატის მიხედვით, ამ პერიოდში ქვეყნიდან 3 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების 4 752 ტონა ვაშლი გაიყიდა. მაშინ როდესაც 2022 წლის I კვარტალში ქვეყნიდან ექსპორტირებული 4 752 ტონა ვაშლის ღირებულება 1.5 მლნ დოლარი იყო.

თუ გასულ წელთან შედარებით 2023 წლის იანვარ-მარტში ვაშლის რეალიზების მაჩვენებელი გაიზარდა, 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით (3.7 მლნ დოლარი, 8 401 ტონა) ექსპორტი შემცირებულია.

ოფიციალური სტატიკიდან ჩანს, რომ წლების განმავლობაში ვაშლის მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია, რომელზეც წელს ვაშლის ექსპორტის 96.8% მოდიოდა.

მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოდან ვაშლი ხუთი მიმართულებით გავიდა, საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი ღირებულების მიხედვით ასეთია:

1. რუსეთი - 2.9 მლნ დოლარი, 4 615 ტონა;
2. სომხეთი - 57 ათასი დოლარი, 48 ტონა;
3. არაბთა გაერთიანებული საამიროები - 18 ათასი დოლარი, 20 ტონა;
4. აზერბაიჯანი - 12 ათასი დოლარი, 48 ტონა;
5. ყაზახეთი - 7 ათასი დოლარი, 20 ტონა.

უნდა აღინიშნოს, რომ ვაშლის ექსპორტის ისტორიაში ქვეყნებს შორის არაბთა გაერთიანებული საამიროებში საქონლის რეალიზება პირველად მოხდა.

2020 წლის შემდეგ ვაშლის იმპორტი შემცირების ტენდენციით ხასიათდება. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ახალი ვაშლის იმპორტი შემცირდა და მხოლოდ 415 ათასი დოლარის ღირებულების 1 002 ტონა ვაშლი გაიყიდა. ამ პერიოდში ვაშლი ქვეყანაში 4 ქვეყნიდან შემოვიდა და მთავარი ბაზარი თურქეთი იყო:

1. თურქეთი - 278 ათასი დოლარი, 722 ტონა;
2. უკრაინა - 93 ათასი დოლარი, 243 ტონა;
3. ნიდერლანდები - 29 ათასი დოლარი, 17 ტონა;
4. მოლდოვა - 14 ათასი დოლარი, 20 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები