მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარში საქართველო-უკრაინის სავაჭრო ბრუნვა $22.4 მლნ იყო - რა გავყიდეთ/ვიყიდეთ?

63f8a9a8a80e7
ვიქტორია მღებრიშვილი
24.02.23 18:10
1515
2023 წლის დასაწყისისთვის საქართველო-უკრაინის სავაჭრო ბრუნვა 22 მილიონ 475 ათასი დოლარი იყო. ეს კი გასული წლის იანვრის ბრუნვას 65.6%-ით ჩამორჩება.

უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორთან საქონლის ექსპორტ-იმპორტი წლიურად 33.2%-ით იყო შემცირებული, თუმცა უკრაინა საქართველოს სავაჭრო ქვეყნებს შორის მოწინავე პოზიციებს იკავებდა. წლის დასაწყისისთვის ომში ჩართული ქვეყანა, რომელიც შავი ზღვის გავლით საქართველოს მეზობელია, TOP-სავაჭრო პარტნიორებს შორის აღარ გვხვდება. მან $22.5 მლნ-იანი სავაჭრო ბრუნვით მეთხუთმეტე ადგილზე გადაინაცვლა.

საქსტატის მონაცმებით, მიმდინარე წლის იანვარში საქართველოდან უკრაინაში 6 მილიონ 342 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა, რაც გასული წლის იანვრის მონაცემებს 80%-ით ჩამორჩება. ისიც უნდა ითქვას, რომ 2022 წლის იანვარში უკრაინაში ექსპორტის ბოლო 10 წლის განმავლობაში რეკორდულ ნიშნულზე იყო და 31 მილიონ 629 ათასს შეადგენდა.

რა გავყიდეთ იანვარში უკრაინაში - TOP-10 საქონელი:

1. არადენატურირებული ეთილის სპირტი - 1.6 მლნ დოლარი, 576 ტონა;
2. მსუბუქი ავტომობილები - 1.3 მლნ დოლარი;
3. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 776 ათასი დოლარი, 400 ტონა;
4. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 679 ათასი დოლარი, 244 ტონა;
5. ახალი ან შეყინული ბოსტნეული - 471 ათასი დოლარი, 398 ტონა;
6. ელექტროგენერატორული დანადგარები - 444 ათასი დოლარი, 50 ტონა;
7. თხილი და სხვა კაკალი - 273 ათასი დოლარი, 58 ტონა;
8. პოლიმერები ეთილენისა, პირველადი ფორმებით - 174 ათასი დოლარი, 154 ტონა;
9. კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები - 92 ათასი დოლარი, 46 ტონა;
10. მედიცინასა და ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ხელსაწყოების და მოწყობილობები - 65 ათასი დოლარი;

ამ პერიოდში მცირე მოცულობით გავიდა ასევე მანგანუმის ოქსიდები, მინერალური და აზოტოვანი სასუქები, შაქრის დანამატებით დაგაზიანებული წყლები, დაკონსერვებული ნაყოფები და მცენარეები და სხვა.


რაც შეეხება იმპორტს, იანვარში უკრაინიდან საქონლის შეძენის მაჩვენებელი ექსპორტს აღემატებოდა, თუმცა შემცირებული იყო. საქართველოდან უკრაინაში სხვადასხვა დასახელების საქონლის შესაძენად 16 მილიონ 132 ათასი დოლარი გავიდა, რაც გასული წლის იმპორტზე 52.3%-ით ნაკლებია. TOP-10 იმპორტირებული საქონლის რეიტინგი ასეთია:

1. სიმინდი - 889 ათასი დოლარი, 2 051 ტონა;
2. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 862 ათასი დოლარი, 42 ტონა;
3. კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები - 761 ათასი დოლარი, 1 310 ტონა;
4. საცობები, ხუფები და სახურავები - 614 ათასი დოლარი, 56 ტონა;
5. შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები - 575 ათასი დოლარი, 158 ტონა;
6. თხილი და სხვა კაკალი - 467 ათასი დოლარი, 155 ტონა;
7. პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი - 437 ათასი დოლარი, 171 ტონა;
8. მზესუმზირის თესლი, დამსხვრეული ან დაუმსხვრეველი - 412 ათასი დოლარი, 644 ტონა;
9. ყავის, ჩაის ან მატეს ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები - 402 ათასი დოლარი, 112 ტონა;
10. მსუბუქი ავტომობილები - 400 ათასი დოლარი.

ამ პროდუქტებთან ერთად იანვარში უკრაინიდან შესქელებული რძე და ნაღები, სარეცხი მანქანები, მარგარინი, ავეჯი და სხვა ნაწილები, დაუფასოებელი სამკურნალო საშუალებები, საკონდიტრო ნაწარმი შაქრისაგან, ალაოს ექსტრაქტები, რკინიგზის ან ტრამვაის ლოკომოტივების ან მოძრავი შემადგენლობის ნაწილები, შინაური ფრინველის ხორცი და კვების სუბპროდუქტები და სხვა პროდუქტები შევიძინეთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები