მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინა საქართველოსთვის მთავარ სავაჭრო პარტნიორად რჩება - რა გავყიდეთ/ვიყიდეთ 2022 წელს?

63ca546542714
ვიქტორია მღებრიშვილი
20.01.23 12:55
1023
საქართველოს საგარეო სავაჭრო პარტნიორებს შორის ომში ჩართული ქვეყანა უკრაინა 2.7%-იანი წილით, მეცხრე ადგილს იკავებს. 2021 წელს ქვეყანა ამ რეიტინგში მეექვსე პოზიციაზე იყო.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის 2022 წლის წინასწარი მონაცემებით, უკრაინასთან სავაჭრო ბრუნვამ წლის განმავლობაში 507 მლნ დოლარი შეადგინა. უკრაინასთან ექსპორტ-იმპორტი გასული წლის განმავლობაში 2021 წელთან შედარებით 33.2%-ით შემცირდა.

ოფიციალური სტატისტიკით, უკრაინა მოწინავე პოზიციებს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების ათეულშიც იკავებს. 2022 წელს უკრაინაში საქონლის რეალიზებით საქართველომ 232 მლნ დოლარი შემოსავალი მიიღო. შესაბამისად, ექსპორტი 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით 24.5%-ით შემცირდა.

ამ პერიოდის განმავლობაში უკრაინასთან მთავარი საექსპორტო საქონელი მსუბუქი ავტომობილები იყო, რაც სრულად რეექსპორტს წარმოადგენს. უკრაინაში მთლიან ექსპორტში ამ საქონლის წილი 51.6% იყო.

ექსპორტირებული საქონლის TOP-10-ეული კი ასეთია:

1. მსუბუქი ავტომობილები - 119.8 მლნ დოლარი;
2. ეთილის სპირტი არადენატურირებული - 24 მლნ დოლარი, 8 686 ტონა;
3. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 14 მლნ დოლარი, 10 332 ტონა;
4. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 13 მლნ დოლარი, 6 446 ტონა;
5. აზოტოვანი სასუქები - 13 მლნ დოლარი, 18 238 ტონა;
6. მინერალური და მტკნარი წყლები - 9,5 მლნ დოლარი, 22 869 ტონა;
7. ფეროშენადნობები - 7.8 მლნ დოლარი, 5 009 ტონა;
8. პოლიმერები ეთილენისა - 3.9 მლნ დოლარი, 2 519 ტონა;
9. სამარჯვები ორთოპედიული; სხეულის ხელოვნური ნაწილები - 2.9 მლნ დოლარი, 1 ტონა;
10. პირადი ნივთები - 2.1 მლნ დოლარი, 970 ტონა;

გარდა ამ საქონლისა უკრაინაში ამ პერიოდში ელექტრული წყალგამახურებლები, სპეცდანიშნულების მანქანები და მექანიკური მოწყობილობები, სპილენძის ჯართი, შაქრის დანამატებიანი მინერალური წყლები, სატვირთო ავტომობილები, სანელებლები, თხილის და სხვა კაკალი, ახალი ან შეყინული ბოსტნეული, პოლიმერები პროპილენისა ან სხვა ოლეფინებისა გავიტანეთ და ამ პროდუქტის რეალიზებით მიღებული შემოსავალი თითოეულის შემთხვევაში 1 მლნ დოლარს აღემატებოდა.


2022 წელს უკრაინა უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნებს ათეულში არ მოხვდა, მაშინ როდესაც 2021 წელს ის მეშვიდე ადგილით იმპორტის კუთხითაც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი იყო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, უკრაინაში საქონლის შესაძენად ჯამში 274 მილიონ 890 ათასი დოლარი გავიდა, რაც 2021 წელის იმპორტზე 39.1%-ით ნაკლებია. ბოლო ათი წლის განმავლობაში ეს უკრაინიდან იმპორტის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

იმპორტის მიხედვით უმსხვილესი საქონელი მსუბუქი ავტომობილები, ასევე დაფასოებული სამკურნალო საშუალებებია.

TOP-10 საიმპორტო საქონლის რეიტინგი:

1. მსუბუქი ავტომობილები - 20.1 მლნ დოლარი;
2. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 15.7 მლნ დოლარი, 730 ტომა;
3. სიგარები, სიგარილები - 12 მლნ დოლარი, 710 ტონა;
4. კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები - 10.5 მლნ დოლარი, 18 145 ტონა;
5. შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები - 10.2 მლნ დოლარი, 3 087 ტონა;
6. პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი - 7.5 მლნ დოლარი, 2 928 ტონა;
7. შინაური ფრინველის ხორცი და კვების სუბპროდუქტები - 7 მლნ დოლარი, 5 037 ტონა;
8. საცობები, ხუფები და სახურავები - 6 მლნ დოლარი, 538 ტონა;
9. ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადის ფოლადისგან - 5.6 მლნ დოლარი, 5 776 ტონა;
10. საცობები, ხუფები და სახურავები - 5.3 მლნ დოლარი, 2 703 ტონა;

ამ საქონლის გარდა, გასული წლის განმავლობაში საქართველომ უკრაინაში დიდი მოცულობით მარგარინი, ფეროშენადნობები, რძე და ნაღები, პირუტყვის გაყინული ხორცი, მზესუმზირის თესლი, ღუმელები გასათბობი, ღუმელები გასათბობ-სახარშავი, სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო, არადენატურირებული ეთილის სპირტი, ავეჯი, ალაო მოხალული ან მოუხალავი, ალაოს ექსტრაქტი, ბამბა საფეიქრო მასალებისაგან და სხვა საქონელი შეიძინა.

ცნობისთვის: 2022 წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ რეკორდულ 19 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 33%-ით მეტია. მათ შორის საქართველოს ექსპორტი 5.6 მილიარდი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 32%-ით მეტია. იმპორტი კი 33%-ით, 13.4 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები