2024 წლის პირველი ორი თვის საგარეო ვაჭრობის მონაცემებით, უკრაინა უმსხვილესი საექსპორტო მიმართულებების ათეულში მერვე ადგილს იკავებს.
საქსტატის მონაცემებით, წლის ამ პერიოდში ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 4.8%-ით შემცირდა და 2 მილიარდ 950 მილიონი დოლარი შეადგინა. ამასთან, ექსპორტი 12.2%-ით 803.3 მილიონ დოლარამდე შემცირდა.
ექსპორტის შემცირების პირობებში, წელს პირველი ორი თვის განმავლობაში, უკრაინაში პროდუქტის ექსპორტი, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, გაიზარდა. ჯამში იანვარ-თებერვალში საქართველოდან ამ მიმართულებით 18 მილიონ 755 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი გავიტანეთ, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის ექსპორტს 38.8%-ით აღემატება.
იანვარ-თებერვალში საქართველოდან უკრაინაში ექსპორტირებული TOP-10 პროდუქტის რეიტინგი ასეთია:
- ეთილის სპირტი არადენატურირებული - $3.7 მლნ, 1 348 ტონა;
- მინერალური და მტკნარი წყლები - $3 მლნ, 3 789 ტონა;
- ფეროშენადნობები - $2.9 მლნ, 2 813 ტონა;
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - $2.2 მლნ, 792 ტონა;
- ნარჩენები და ჯართი სპილენძისა - $1.3 მლნ, 176 ტონა;
- მსუბუქი ავტომობილები - $1 მლნ, 136 ცალი;
- ბოსტნეული სხვა, ახალი ან შეყინული - $777 ათასი, 630 ტონა;
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $680 ათასი, 416 ტონა;
- წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით - $640 ათასი, 647 ტონა;
- თხილი და სხვა კაკალი - $333 ათასი, 54 ტონა.
ექსპორტის ზრდის მიუხედავად, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველო-უკრაინის სავაჭრო ბრუნვა 12.7%-ით 51 მილიონ 306 ათასი დოლარამდე შემცირდა, რაც ძირითადად იმპორტის კლების ხარჯზე მოხდა.
აღნიშნულ პერიოდში საქართველომ უკრაინიდან 28%-ით ნაკლები - 32 მილიონ 551 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა. იმპორტირებული საქონლის TOP-10-ეულის რეიტინგი ასეთია:
- სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები - $2.8 მლნ, 290 ტონა;
- შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები - $1.8 მლნ, 430 ტონა;
- პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურ-ფუნთუშეული - $1.7 მლნ, 600 ტონა;
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $1.2 მლნ, 131 ტონა;
- ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, გაყინული - $963 ათასი, 256 ტონა;
- ყავის, ჩაის ან მატეს ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები - $875 ათასი, 221 ტონა;
- ალაო მოხალული ან მოუხალავი - $827 ათასი, 1 320 ტონა;
- ეთილის სპირტი არადენატურირებული - $815 ათასი, 518 ტონა;
- ზეთი მზესუმზირისა, ალისარჩულისა ან ბამბისა და მათი ფრაქციები - $802 ათასი, 639 ტონა;
- საცობები, ხუფები და სახურავები - $758 ათასი, 299 ტონა.