მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინა საექსპორტო ქვეყნების TOP-10-ეულშია - რა გავყიდეთ/ვიყიდეთ I კვარტალში?

უკრაინა

2024 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით საქართველო-უკრაინის სავაჭრო ბრუნვა 79 მილიონ დოლარი იყო, რაც წლიურად 17.4%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

ჯამურად ვაჭრობის შემცირების მიუხედავად, იანვარ-მარტში უკრაინაში საქონლის ექსპორტი წლის ჭრილში გაიზარდა, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომამდე არსებულ მაჩვენებელს ჯერ ვერ მიაღწია. წლის პირველ კვარტალში, საქართველოდან ამ მიმართულებით 27 მილიონ 472 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 21.3%-ით აღემატება. ამგვარად უკრაინამ პირველ სამ თვეში უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების რეიტინგში 2.1%-იანი წილით მეათე ადგილი დაიკავა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, უკრაინაში ექსპორტის ძირითადი წილი ადგილობრივი წარმოების საქონელზე მოდის, რეექსპორტირებული საქონლის ღირებულებამ პირველ კვარტალში მხოლოდ 4 მილიონი დოლარი შეადგინა.

იანვარ-მარტში საქართველოდან უკრაინაში გაყიდული საქონლის TOP-10-ეული ასეთია:

  1. ეთილის სპირტი არადენატურირებული - $6.1 მლნ, 2 338 ტონა;
  2. მინერალური და მტკნარი წყლები - $4.3 მლნ, 5 661 ტონა;
  3. ყურძნის ნატურალური ღვინოები - $3 მლნ, 2 813 ტონა;
  4. ფეროშენადნობები - $2.9 მლნ, 2 813 ტონა;
  5. მსუბუქი ავტომობილები - $2 მლნ, 279 ცალი;
  6. ნარჩენები და ჯართი სპილენძისა - $1.9 მლნ, 263 ტონა;
  7. ახალი ან შეყინული ბოსტნეული სხვა - $1.3 მლნ, 1 102 ტონა;
  8. წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - $1 მლნ, 1 096 ტონა;
  9. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $868 ათასი, 515 ტონა;
  10. თხილი და სხვა კაკალი - $622 ათასი, 108 ტონა;

ამ საქონლის გარდა უკრაინაში ასევე აზოტოვანი სასუქები, სანელებლები, ორთოპედიული სამარჯვები, წყალგამახურებლები და სხვა საქონელი გავყიდეთ.

მიუხედავად იმისა რომ იმპორტს სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტთან შედარებით მეტი წილი უკავია, წელს უკრაინიდან საქონლის შეძენის მაჩვენებელი 29.4%-ით შემცირდა და 51 მილიონ 551 ათასი დოლარი შეადგინა. იმპორტირებული საქონლის TOP-10-ეული კი ასეთია:

  1. სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები - $2.9 მლნ, 299 ტონა;
  2. შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები - $2.9 მლნ, 719 ტონა;
  3. პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი - $2.8 მლნ, 999 ტონა;
  4. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $2 მლნ, 239 ტონა;
  5. ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის - $1.7 მლნ, 1 114 ტონა;
  6. ყავის, ჩაის ან მატეს ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები - $1.5 მლნ, 404 ტონა;
  7. ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, გაყინული - $1.5 მლნ, 424 ტონა;
  8. საკონდიტრო ნაწარმი შაქრისაგან, რომლებიც არ შეიცავენ კაკაოს - $1.5 მლნ, 663 ტონა;
  9. ეთილის სპირტი არადენატურირებული - $1.5 მლნ, 955 ტონა;
  10. ზეთი მზესუმზირისა, ალისარჩულისა ან ბამბისა და მათი ფრაქციები - $1.4 მლნ, 1 124 ტონა;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები