მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინასთან სავაჭრო ბრუნვა 35.1%-ით შემცირდა - რით ვვაჭრობთ ომში ჩართულ ქვეყანასთან?

6442440cb24b6
ვიქტორია მღებრიშვილი
21.04.23 12:35
794
2023 წლის პირველ კვარტალში საქართველო-უკრაინის სავაჭრო ბრუნვა შემცირდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ომის პირობებში ქვეყნებს შორის ექსპორტ-იმპორტი ამ პერიოდში გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით 35.1% შემცირდა და სავაჭრო ბრუნვამ 84.2 მლნ დოლარი შეადგინა.

უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ სავაჭრო ბრუნვა კლების ტენდენციით ხასიათდება, თუმცა გასულ წელს ამ პერიოდში კლება 7.4% იყო.

2023 წლის პირველ კვარტალში საქართველო-უკრაინის ვაჭრობაში ექსპორტს თითქმის მეოთხედი ეკავა. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ქვეყანამ უკრაინაში საქონლის რეალიზებით 22 მილიონ 563 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 54.3%-ით ნაკლებია.

რაც შეეხება სასაქონლო ჯგუფებს, რომელიც წელს უკრაინაში გავიდა, მათი TOP-10-ეული ასეთია:

1. ეთილის სპირტი არადენატურირებული - 6.5 მლნ დოლარი, 2 493 ტონა;
2. მსუბუქი ავტომობილები - 3.3 მლნ დოლარი;
3. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 3.1 მლნ დოლარი, 1 083 ტონა;
4. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 1.9 მლნ დოლარი, 1 024 ტონა;
5. ბოსტნეული სხვა, ახალი ან შეყინული - 1.4 მლნ დოლარი, 1 262 ტონა;
6. ნარჩენები და ჯართი სპილენძისა - 1.2 მლნ დოლარი, 154 ტონა;
7. თხილი და სხვა კაკალი - 882 ათასი დოლარი, 178 ტონა;
8. პოლიმერები ეთილენისა, პირველადი ფორმებით - 676 ათასი დოლარი, 571 ტონა;
9. ელექტროგენერატორული დანადგარები და მბრუნავი ელექტრო გარდამქმნელები - 482 ათასი დოლარი, 54 ტონა;
10. კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი - 404 ათასი დოლარი, 179 ტონა.

ქვეყნების სავაჭრო ბრუნვაში იმპორტს ძირითადი ადგილი ეკავა და უკრაინიდან საქონლის შეძენაზე ვაჭრობის 73.2% მოდიოდა. იანვარ-მარტში საქართველოდან უკრაინაში სხვადასხვა დასახელების საქონლის შესაძენად 61.6 მლნ დოლარი გავიდა. კლება 23.2%-ია. ამ მიმართულებიდან შემოტანილი ყველაზე მსხვილი სასაქონლო ჯგუფი მსუბუქ ავტომობილები იყო.

ღირებულების მიხედვით, TOP-10 საიმპორტო საქონლის რეიტინგი ასეთია:

1. მსუბუქი ავტომობილები - 12 მლნ დოლარი;
2. კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები - 3 მლნ დოლარი, 5 005 ტონა;
3. საცობები, ხუფები და სახურავები - 2.1 მლნ დოლარი, 178 ტონა;
4. შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები - 2 მლნ დოლარი, 545 ტონა;
5. პურფუნთუშეული - 2 მლნ დოლარი, 737 ტონა;
6. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 1.5 მლნ დოლარი, 81 ტონა;
7. რძე და ნაღები, შესქელებული ან შაქრის დამატებით - 1.5 მლნ დოლარი, 536 ტონა;
8. ალაო მოხალული ან მოუხალავი - 1.4 მლნ დოლარი, 1 878 ტონა;
9. საკონდიტრო ნაწარმი შაქრისაგან - 1.2 მლნ დოლარი, 591 ტონა;
10. ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის - 1.2 მლნ დოლარი, 946 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები