მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იანვარ-აგვისტოში თბილისის აეროპორტში ტვირთნაკადის მოცულობამ 11,7 მლნ ტონა შეადგინა

631af9506a909
BM.GE
09.09.22 12:52
522
2022 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 11 788 873 ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2%-ით აღემატება, ხოლო 2019 წლის მონაცემებზე 27%-ით ნაკლებია. ამის შესახებ ინფორმაციას "ტავ ჯორჯია" ავრცელებს.

სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 11 502 897 ტონა, 2020 წელს - 11 009 001 ტონა, ხოლო 2019 წელს - 16 139 060 ტონა ტვირთნაკადი გაატარა.

ცნობისთვის, “ტავ ჯორჯია” TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. დღეისათვის „ტავ ჯორჯიაში“ დასაქმებულია 1300 თანამშრომელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები