მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარ-აპრილში რუსეთის საზღვაო პორტების ტვირთბრუნვა შემცირდა

ტვირთბრუნვა

2024 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში რუსეთის საზღვაო პორტების ტვირთბრუნვა წლიურად 4.3%-ით 288.4 მლნ ტონამდე შემცირდა. ინფორმაციას რუსული მედია საზღვაო სავაჭრო პორტების ასოციაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გაერთიანების ინფორმაციით, მშრალი ტვირთები 3.4%-ით 141.8 მლნ ტონამდე, თხევადის კი 5,1%-ით 146.6 მლნ ტონამდე.

კერძოდ კი მშრალი ტვირთების სეგმენტში ამ პერიოდისთვის ქვანახშირის გადაზიდვები 15%-ით 59.5 მლნ ტონამდე, შავი ლითონების 9%-ით 6.7 მლნ ტონამდე, მადნების - 6.7%-ით 3 მლნ ტონამდე, საბორნე ტვირთები კი 3.2%-ით 2.4 მლნ ტონამდე შემცირდა. ამასთან, მარცვლეულის გადაზიდვა 11.8%-ით 25.3 მლნ ტონამდე გაიზარდა, საკონტეინერო ტვირთების კი 10.9%-ით 18.3 მლნ ტონამდე გაიზარდა. შემცირებულია ასევე ნავთობპროდუქტების გადაზიდვები 18.5%-ით 37.8 მლნ ტონამდე.

რუსეთის საზღვაო პორტების ასოციაციის ინფორმაციით, საექსპორტო ტვირთების მოცულობა 225.9 მლნ ტონამდე შემცირდა, რაც 4.8%-იანი კლებაა. იმპორტირებული ტვირთების მოცულობა კი 3.1%-ით 13.4 მლნ ტონამდე გაიზარდა. გაზრდილია ასევე ტრანზიტის მაჩვენებელი, რამაც 4 თვეში 23.2 მლნ ტონა შეადგინა, ზრდა კი 2.3% იყო.

გაერთიანების ცნობითვე ყველაზე მეტად ამ პერიოდში შავი ზღვა-აზოვის აუზის პორტების ტვირთბრუნვა შემცირდა, რამაც ჯამში 93.8 მლნ ტონა შეადგინა, ეს კი წლიურად 6.9%-იან კლებას ნიშნავს, ასევე 6.1%-ით შემცირებულია არქტიკული აუზის პორტებით ტვირთების გადაზიდვა, ბალტიის ზღვის აუზის პორტების ტვირთბრუნვა კი 2.5%-ით 85.5 მლნ ტონამდეა შემცირებული.

კასპიის ზღვის აუზში პორტებით ჯამში ამ პერიოდში 3 მლნ ტონა ტვირთი გაიზარდა, რაც 40.7%-იანი ზრდაა, შორეული აღმოსავლეთის აუზის პორტების ტვირთბრუნვა კი 3.2%-ით 75.1 მლნ ტონამდე შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები