Galt and taggart-ის ინფორმაციით, 2022 წლის პირველ 4 თვეში სავაჭრო ბალანსი წლიურად 34.4%-ით გაუარესდა და 2.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
მოცემულ პერიოდში ექსპორტი თითქმის 33%-ით 1.6 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 33.7%-ით 3.7 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
ამასთან, 2022 წლის აპრილში ექსპორტი წლიურად 10%-ით 415.7 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა. აპრილში იმპორტის ზრდა დაჩქარდა და წლიურად 25.3%-ით 947.2 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა. შედეგად, აპრილში სავაჭრო დეფიციტი წლიურად 40.4%-ით გაიზარდა და 531.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.