მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარ-მაისში სანავთობო ბიტუმისა და თხევადი აირების იმპორტი გაიზარდა - ნავთობიმპორტიორთა კავშირი

6492d2e884473
ვიქტორია მღებრიშვილი
21.06.23 17:25
387
იანვარ-მაისში სანავთობო ბიტუმისა და თხევადი აირების იმპორტი გაიზარდა - ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

მათი ცნობით, 5 თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა 45 600 ტონა შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (26,2 ათასი ტონა) შედარებით 19 400 ათასი ტონით, ანუ 74%-ით მეტია.

2023 წლის 5 თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა - 23,2 ათასი ტონა რუსეთიდან განხორციელდა, რაც მთელი იმპორტის 50.9%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ერაყი - 11,6 ათასი ტონა (25,4%); თურქეთი - 9,5 ათასი ტონა (20,8%); აზერბაიჯანი - 1,3 ათასი ტონა (2,9%);

ამავე პერიოდის განამავლობაში, გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა 18 460 ათასი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (14,25 ათასი ტონა) შედარებით 4 210 ათასი ტონით ანუ 29.5%-ით მეტია.

აღსანიშნია, რომ გათხევადებული აირების (LPG) იმპორტის 99.7% (18,40 ათასი ტონა) რუსეთის ფედერაციაზე მოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები