ელექტროენერგიის იმპორტი ენერგეტიკის სექტორის ერთ–ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. 2019 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში საქართველომ ელექტროენერგია რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან შეიძინა. ორივე ქვეყნიდან იმპორტი გაზრდილია. გარდა იმისა, რომ ეს მეზობელი ქვეყნების ენერგოდამოკიდებულებაზე მიუთითებს, იმპორტის ზრდა თავის მხრივ, ლარის გაუფასურებას უწყობს ხელს. ამ პირობებში დარგის წარმომადგენლები ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის აუცილებლობას ხედავენ, როგორც მცირე, ისე – დიდი ობიექტების, როგორიც ნენკრა ჰესია.


































