მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარ-მარტში საქართველოში თავშესაფარი უკრაინის 126-მა და რუსეთის 21-მა მოქალაქემ მოითხოვა - შსს

627e0b23ea074
მარიამ ვარადაშვილი
13.05.22 11:50
1560
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტლაში საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად ჯამში 364 ადამიანი დარეგისტრირდა.

მათგან ყველაზე მეტი, 126 უკრაინის მოქალაქეა. თავშესაფრის მაძიებელ რუსეთის მოქალაქეთა რიცხვი კი 21 შეადგენს. უკრაინის შემდეგ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი ყველაზე მაღალი თურქეთიდან ფიქსირდება. საანგარიშო პერიოდში მეზობელი ქვეყნიდან თავშესაფარი საქართველოში 52-მა თურქეთის მოქალაქემ ითხოვა. შემდეგ 31 მოქალაქით ირანი მოდის.

თავშესაფრის მოთხოვნა არის პირის მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ, ზეპირად ან წერილობით გამოხატული სურვილი საქართველოში სამართლებრივი დაცვისა. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ლტოლვილის სტატუსი ჯამში 9 ადამიანს მიენიჭა, მათგან არცერთი არ არის უკრაინის მოქალაქე.

ლტოლვილის სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, იმყოფება საქართველოში და აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშიდან გამომდინარე დაბრუნდეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები