მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საავტომობილო ზეთებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, ამ პერიოდში ქვეყანაში 21,19 ათასი ტონა საცხებ-საპოხი მასალები შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (19,61 ათასი ტონა) შედარებით 1,58 ათასი ტონით ანუ 8,1%-ით მეტია.
მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა - 4,52 ათასი ტონა თურქეთიდან - განხორციელდა, რაც მთელი იმპორტის 21,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი - 3,89 ათასი ტონა (18,4%); გერმანია - 2,65 ათასი ტონა (12,5%), აზერბაიჯანი - 1,46 ტონა (6,9%); და სხვ.
2023 წლის იანვარ-ნოემბერში საავიაციო ნავთის იმპორტმა 119.4 ათასი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (116.1 ათასი ტონა) შედარებით 3.3 ათასი ტონით ანუ 2.8%-ით მეტია.
მათ შორის, მიმდინარე წლის 11 თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის 49.7% (59.4 ათასი ტონა) თურქმენეთიდან, 19.3% (23,1 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან; 10.8% (12,9 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან, 8.5% (10,2 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 6.8% (8,1 ათასი ტონა) - მალტიდან, 3.4% (4.1 ათასი ტონა) - ლიბიიდან, 0.8% (1 ათასი ტონა) - რუსეთიდან, 0,5% (0,6 ათასი ტონა) - შვეიცარიიდან განხორციელდა.