იანვარ-თებერვალში საქართველოდან ექსპორტზე 835.4 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა, რაც წლიურად 4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. თუმცა 1.3%-ით შემცირებულია ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის ექსპორტი. კლების ძირითადი მიზეზი საქართველოსთვის ისეთი მნიშვნელოვანი საექსპორტო დარგების მიმართულებით შემცირებაა როგორიცაა ფეროშენადნობები და ღვინო. წელს ორ თვეში ფეროშენადნობების ექსპორტი 60%-ითაა შემცირებული, საზღვარგარეთ ქართული ღვინის გაყიდვებმა კი 38%-იანი კლება აჩვენა. რა ტენდენციებია ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით და როგორია მოლოდინები?