მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იანვარ-თებერვალში საქართველოს ექსპორტი $1 მილიარდი იყო - ტოპ-10 საქონელი

საკონტეინერო მოსაკრებლის ოდენობა

საქსტატმა 2026 წლის იანვარ-თებერვლის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ექსპორტი პერიოდის განმავლობაში 22.9%-ით 1.02 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ექსპორტში პირველ ადგილს კვლავ მსუბუქი ავტომობილები იკავებს 216 მილიონი დოლარით, თუმცა წინა წელთან შედარებით ავტოექსპორტი 24%-ით არის შემცირებული, რაც ძირითადად ყირგიზეთის მიმართულებით ავტოექსპორტის კლებას უკავშირდება.

რაც შეეხება სხვა საქონელს - მეორე პოზიციას იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 126 მილიონი დოლარით, რაც წლიურად 217%-ით არის გაზრდილი, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ნავთობპროდუქტები 93 მილიონი დოლარით, სადაც ზრდა 480%-ია. ნავთობპროდუქტების მიმართულებით ზრდა ძირითადად დაკავშირებულია ყულევში ახალი ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მიერ ოპერირების დაწყებასთან, რის შედეგადაც იმპორტში გააქტიურდა ნედლი ნავთობი, ხოლო ექსპორტში ნავთობპროდუქტები გამოჩნდა.

რაც შეეხება სხვა საქონელს, მეოთხე პოზიციაზეა სპირტიანი სასმელები 35 მილიონი დოლარით, სადაც ზრდა 20%-ია, მატებაა თხილის და კაკლის ექსპორტში, ასევე გაიზარდა სპილენძის მადნების, ღვინის და მინერალური წყლების ექსპორტიც.

2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს 10 მთავარი საექსპორტო საქონელი ასე ნაწილდებოდა:

# საქონელი ექსპორტი მლნ დოლარი ზრდა/კლება წინა წელთან შედარებით
1 მსუბუქი ავტომობილები $216 მლნ -24%
2 ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები $126 მლნ 217%
3 ნავთობი და ნავთობპროდუქტები $93 მლნ 480%
4 სპირტიანი სასმელები $35 მლნ 20%
5 თხილი და სხვა კაკალი $34 მლნ 84%
6 ფეროშენადნობები $32 მლნ 93%
7 ყურძნის ნატურალური ღვინოები $32 მლნ 10%
8 სპილენძის მადნები და კონცენტრატები $30 მლნ 117%
9 მინერალური და მტკნარი წყლები (უშაქროდ) $28 მლნ 11%
10 მინერალური და დაგაზიანებული წყლები (შაქრით) $26 მლნ 43%
11 დანარჩენი საქონელი – სულ $374 მლნ 9%

წყარო - საქსტატი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები