2024 წლის იანვარსა და თებერვალში საქართველოში 68 ირანული ბიზნეს სუბიექტი დარეგისტრირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემებზე 26.8%-ით ნაკლებია.
ამის შესახებ ინფორმაცია BM.GE-მ საქსტატიდან გამოითხოვა.
მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში 68 სუბიექტიდან 30 შპს და 38 ინდივიდუალური მეწარმეა.
რაც შეეხება 2023 წლის სრულ მონაცემებს, გასულ წელს საქართველოში ირანული მხარის მონაწილეობის 465 კომპანია დარეგისტრირდა.




























