მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იანვარ-თებერვალში Wizz air-მა 11%-ით ნაკლები მგზავრი გადაიყვანა

Wizz Air-ი

2025 წლის იანვარ-თებერვალში უნგრული ბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz air-ი 212 114 ათას მგზავრს მოემსახურა. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მგზავრების რაოდენობა 11%-ით არის შემცირებული.

გასული წლის იანვარ-თებერვალში ავიაკომპანია მადრიდის და ჰამბურგის მიმართულებითაც ასრულებდა ფრენებს, რაც ამ ეტაპზე შეჩერებული აქვს. ავიაკომპანია 15 აპრილიდან ჰამბურგის, ხოლო 29 აპრილიდან მადრიდის მიმართულებით აღადგენს ფრენებს. მგზავრების შემცირებაც სავარაუდოდ, ამას უკავშირდება.

უკვე რამდენიმე წელია უნგრული ავიაკომპანია ქართული საავიაციო ბაზრის ლიდერია. 2024 წელს Wizz Air-ი ქუთაისის აეროპორტიდან 1.2 მლნ მგზავრზე მეტს მოემსახურა და საავიაციო ბაზარზე ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა. ამ ეტაპზე ავიაკომპანია კვირაში 60 სიხშირით ასრულებს ფრენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები