იანვარში ექსპორტი 26% ით , ხოლო იმპორტი კი 18% ით გაიზრდება
BM.GE
19.02.18 16:45
• 1150
26%-ით გაზრდილი ექსპორტი და 18%-იანი ზრდა იმპორტში - საქსტატმა იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომელმაც წინასწარი მონაცემებით, ჯამში დაახლოებით 817 მილიონი დოლარი შეადგინა, საიდანაც იმპორტი 594 მლნ დოლარი იყო, ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი კი - დაახლოებით 223 მილიონი. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარში 371.2 მილიონი დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.5 პროცენტი შეადგინა.