მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარში ევროპაში ელექტრომობილების გაყიდვები 30%-ით გაიზარდა - Euronews

ელექტრო

სხვა კატეგორიებს შორის, ახალი ელექტრომობილების გაყიდვებმა 2024 წელს დომინანტი პოზიცია დაიჭირა - ევროპასა და გაერთიანებულ სამეფოში, სამგზავრო ავტომობილების მიწოდებაში მათ 11.9%-იანი წილი დაიკავეს.

Euronews-ის ცნობით, ევროპულ ბაზარზე (UK-ის ჩათვლით) ელექტრომობილების გაყიდვები, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2024 წლის იანვარში 29.3%-ით გაიზარდა. ამავე დროს, Plug-in ჰიბრიდების გაყიდვები 24.4%-ით, ელექტროჰიბრიდების გაყიდვები კი - 21.4%-ით გაიზარდა. ბენზინზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვები მხოლოდ 2.კ8%-ით გაიზარდა, დიზელზე მომუშავე ავტომობილების კი, პირიქით, 5.4%-ით შემცირდა.

გაყიდვების ზრდის მიუხედავად, ელექტრომობილები ყველაზე პოპულარულ ტრანსპორტად მაინც ვერ იქცა. შიდა წვის ძრავის მქონე მოდელებმა ახალი ავტომობილების გაყიდვებში კვლავ ⅔-იანი წილი დაიკავეს.

2024 წლის იანვარში ევროპულ ბაზარზე ყველაზე მეტი, 258 402 ავტომობილი Volkswagen Group-მა გაყიდა, რომელსაც 183 120 გაყიდული ერთეულით Stellantis-ი მოსდევს. 92 935 ავტომობილით კი TOP 3-ს Renault-ი ხურავს. აღსანიშნავია, რომ სამივე მწარმოებელი ერთად ევროპული ბაზრის 52%-ს ფარავს.

ყველაზე მეტი ახალი ელექტრომობილი, 22 474 ერთეული, გერმანიაში გაიყიდა, რითაც ევროკავშირის უდიდესმა ეკონომიკამ ელექტრომობილების გაყიდვებში 23.9%-იანი ზრდა დააფიქსირა. 36.8%-ით გაიზარდა გაყიდვები საფრანგეთში, ბელგიაში 75.5%-ით, ნიდერლანდებში კი - 72.2%-ით.

ყველაზე შთამბეჭდავი ზრდა ელექტრომობილების გაყიდვებით კი ნორვეგიამ დააფიქსირა. 2023 წლის იანვართან შედარებით, 2024 წლის პირველ თვეს ქვეყანაში 281.3%-ით მეტი ელექტრომობილი გაიყიდა - თუმცა მათ რაოდენობა, რეალურად, 4 720 ერთეულს არ აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები