მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ შეაჩერა Stellantis-მა ფრანგულ ქარხნებში ავტომობილების წარმოება?

peu

ავტომწარმოებელმა Stellantis-მა ელექტრომობილების ელემენტების დეფიციტის გამო, საფრანგეთის სამ ქარხანაში წარმოების პროცესი მინიმუმ ერთი კვირით შეაჩერა.

როგორც ირკვევა, 23-დან 30 ოქტომბრამდე დაიხურება აღმოსავლეთ საფრანგეთში მდებარე სოშოს საწარმო, რომელიც Peugeot 3008-ისა და Peugeot 5008-ის მოდელებს უშვებს. მიზეზად შორ მანძილზე გათვლილი ელემენტების მიწოდების შეფერხება სახელდება. ამავე პრობლემის გამო, 22-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით რენის ქარხანაც დაიხურება. კომპანიის ინფორმაციით, ეს პროცესი განსაკუთრებით Citroen C5 Aircross-ის მოდელის გამოშვებას შეაფერხებს.

Stellantis-ის განცხადებით, შორ მანძილზე გათვლილ ელექტრომობილებზე მოთხოვნა მაღალია და ის არსებულ სარეზერვო შესაძლებლობებს აღემატება. შესაბამისად, კომპანიამ წარმოების გრაფიკი ბაზრის საჭიროებებთან ადაპტირებისა და არასასურველი მარაგების დაგროვების თავიდან აცილების მიზნით შეცვალა.

რაც შეეხება სხვა ობიექტებს, 15-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით წარმოება მიულუზის საწარმოშიც შეჩერდება. თუმცა, კომპანიის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ელემენტების დეფიციტს არ უკავშირდება. ამასთან, ოქტომბრის ბოლოს ორი კვირით დაიხურება ტურინში მდებარე მირაფიორის საწარმო, სადაც თანამშრომლები იძულებით შვებულებაში გავლენ. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ამ ქარხანამ მუშაობა აგვისტოსა და სექტემბერშიც შეწყვიტა. მართალია ხელმძღვანელობა შეფერხების მიზეზად ძრავის ნაწილების დეფიციტს ასახელებს, თუმცა პროფკავშირების მტკიცებით, პროცესი Fiat 500-ის მოდელზე შემცირებულ მოთხოვნას უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები