მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იანვარში იტალიაში ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 160%-ით გაიზარდა - რა გავყიდეთ?

იტალიაში ექსპორტი

2025 წლის იანვარში, საქართველოდან იტალიაში ექსპორტი 160%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, წელს საქართველომ სამხრეთ ევროპის სახელმწიფოში 6.8 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გაყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, მხოლოდ 2.6 მლნ აშშ დოლარის.

ზრდა ძირითადად პირველ ორ სასაქონლო ჯგუფზე მოდის. მილების ექსპორტი თითქმის 85%-ით არის გაზრდილი, თხილის კი, 95%-ით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, TOP-5 ექსპორტირებული ადგილობრივი პროდუქტის ჩამონათვალი ასეთია:

  1. შავი ლითონის მილები - $2.4 მლნ ;
  2. თხილი - $1.7 მლნ;
  3. მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი სასუქები - $1.7 მლნ;
  4. ფეროშენადნობები - $399.1 ათასი;
  5. შერეული მერქნის ფანერები და პანელები - $165.4 ათასი.

რაც შეეხება იმპორტს, იტალიიდან იმპორტმა 22.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 26%-ით ნაკლებია გასული წლის საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე. აღსანიშნავია, რომ გასული წლის საანგარიშო პერიოდში, საქართველომ იტალიიდან 2.2 მლნ აშშ დოლარის მსუბუქი ავტომობილები იყიდა, წელს კი, მხოლოდ 251.3 ავტომობილები.

იანვარში იტალიიდან საქართველომ შემდეგი 5 სასაქონლო ჯგუფი შეიძინა:

  1. თმის მოვლის საშუალებები - $1.1 მლნ;
  2. ავეჯი - $ 775.7ათასი;
  3. კერამიკული ფილები - $681.1 ათასი;
  4. ყავა - $652.7 ათასი;
  5. ცენტრალური გათბობის ქვაბები - $642.9 ათასი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები