მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„იანვარში კვერცხი შესაძლოა, 3-4 თეთრით კიდევ გაძვირდეს“ – „კოდა“

638a019f0b175
ლიკა მეგუთნიშვილი
02.12.22 17:53
862

„იანვარში კვერცხი შესაძლოა, 3-4 თეთრით კიდევ გაძვირდეს“, - ამის შესახებ BMG-სთან კომპანია „კოდას“ გენერალურმა დირექტორმა, ზურაბ ჭუჭულაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ფრინველის საკვები პროდუქტების, ელექტრონერგიისა და ბუნებრივი აირის, ასევე საწვავისა და შესაფუთი მასალების ფასის მატების გამო 2022 წლის დასაწყისში პროდუქციის 12-15%-ით გაძვირება მოუწიათ. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ კი, უკრაინული ხორბლის იმპორტის შეფერხებამ და რუსეთის მიერ მარცვლეულზე საბაჟო გადასახადის გაზრდამ ნედლეულის კიდევ უფრო გაძვირება გამოიწვია.

როგორც ზურაბ ჭუჭულაშვილი ამბობს, წინასაახალწლოდ მარჟის შემცირების ხარჯზე პროდუქციას არ გააძვირებენ, თუმცა, თუ ბაზარზე არსებული მდგომარება არ შეიცვალა, იანვარში ფასების დაკორექტირება მოუწევთ.

„ბიზნესი უკვე გვკარნახობს იმას, რომ სარეალიზაციოდ პროდუქციის გაძვირება საჭიროა. დაახლოებით ორი თვის წინაც იყო გაძვირების საჭიროება, თუმცა ეს არ გავაკეთეთ. როგორც ვიცით, სტატისტიკურად შემოდგომის პერიოდში ყველაზე იაფია ხოლმე მარცვლეული პროდუქტები, სიმინდი და ხორბალი, და ჩვენ ამის იმედი გვქონდა, თუმცა რეალობა სხვა აღმოჩნდა. ფასებმა ოდნავ დაიწია, მაგრამ არა იმდენად, რომ გაუძვირებელი პროდუქცია აიტანოს. ჯერ კიდევ დაკვირვების ეტაპზე ვართ. ახალ წლამდე არ გავაძვირებთ პროდუქტს, შემდეგ კიდევ ერთხელ გადავხედავთ სიტუაციას, შევხედავთ ენერგომატარებლების, ნედლეულისა და საწვავის ფასებს და ამის მიხედვით შეიძლება მოგვიწიოს გაძვირება. საუბარია იანვრის მეორე ნახევარზე“ , - აცხადებს ზურაბ ჭუჭულაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები