2024 წლის იანვრის თვეში საავტომობილო ზეთებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2024 წლის იანვრის თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,62 ათასი ტონა, რაც 0,02 ათასი ტონით ანუ 1,25%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,60 ათასი ტონა) შედარებით.
მ/წლის იანვრის თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან - 0,40 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 24,7%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ბელარუსი - 0,21 ათასი ტონა (13%); გერმანია - 0,15 ათასი ტონა (9,3%), ირანი - 0,14 ათასი ტონა (8,6%); და სხვ.
2024 წლის იანვრის თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 9,2 ათასი ტონა, რაც 1,3 ათასი ტონით ანუ 16,4%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (7,9 ათასი ტონა) შედარებით.
მათ შორის, მ/წლის იანვრის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის 43,5% (4 ათასი ტონა) განხორციელდა საბერძნეთიდან, 40,2% (3,7 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 10,9% (1 ათასი ტონა) - თურქმენეთიდან, 5,4% (0,5 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან.