მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარში სამრეწველო პროდუქციის წარმოება წლიურად 0.7%-ით გაიაფდა

საქსტატი

იანვარში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.7%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 0.7%-იანი კლება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის დეკემბერთან შედარებით ფასები 4%-ით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც ჯამური ინდექსის ცვლილებაზე -0.24 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა.

ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (1%), რამაც 0.82 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში.

ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების მატება კვების პროდუქტებზე (3.7%) და ძირითად ლითონებზე (1.3%). გარდა ამისა, ფასების 8.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.93 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

  • სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები შემცირებულია 0.8%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე -0.02 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების კლება ლითონის მადნებზე (-2.1%);
  • დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები შემცირდა 1.8%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის კლებაზე -1.43 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ძირითადი ქიმიური ნივთიერებები და ქიმიური პროდუქტები (-30.6 პროცენტი) და ძირითადი ლითონები (-19.4%);
  • ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 6.5 %-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.72 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;
  • წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 4.2%-ით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.08 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები