მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარში საქართველოს დერეფანში 34 404 ტრაილერმა გაიარა - რა თანხა შევიდა ბიუჯეტში?

63f3b8c617227
ნინო ტაბატაძე
21.02.23 10:17
9100
იანვარში საქართველოს დერეფანში 34 404 სატრანზიტო ტრაილერმა გაიარა.

სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, სატრანზიტო სატვირთო მანქანების მიერ ბიუჯეტში გადახდილმა გზათსარგებლობის საფასურმა 12 041 350 ლარი შეადგინა, რაც 2022 წლის იანვართან შედარებით, 125%-იანი ზრდაა. ბიუჯეტში გადასახადის გაზრდა ერთი მხრივ, გაზრდილ საფასურს, მეორე მხრივ, ტრაილერების გაზრდილ რაოდენობას უკავშირდება. თუ ტრაილერების რაოდენობას შევხედავთ, 1 თვეში საქართველოს ავტომაგისტრალით 7 662-ით მეტმა სატვირთომ ისარგებლა.

გზათსარგებლობის საფასური 

• 2023 წლის იანვარი 12 041 350 ლარი / 34 404 სატრანზიტო ტრაილერი
• 2022 წლის იანვარი 5 348 455 ლარი/ 26 742 სატრანზიტო ტრაილერი

აღსანიშნია, რომ გასულ წელს, გზათსარგებლობისთვის საფასური 200-დან 350 ლარამდე გაიზარდა.

ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს დერეფნით 32.5 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა საავტომობილო გზით, ზრდა მცირე იყო, სულ 0.4 მლნ ტონა.

2022 წელს საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა 3 მლნ ტონით, 47.3 ტონამდე გაიზარდა. მათ შორის, საერთაშორისო გადაზიდვებით გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ 27.9 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით 20.5%-ით მეტია (23.2 მილიონი ტონა).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები