მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარში, საქართველოს ტრაილერების გზათსარგებლობის გადასახადიდან შემოსავალი ₾10.9 მლნ-მდე შეუმცირდა

ტრაილერი სატვირთო

2026 წლის იანვარში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გზათსარგებლობის გადასახადიდან 10,976,357 ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19%-ით, ანუ 2.6 მილიონი ლარით ნაკლებია.

იმის გათვალისწინებით, რომ თითოეული ტრაილერი 350 ლარის გზათსარგებლობის გადასახადს იხდის, იანვარში საქართველო 31.3 ათასმა ტრაილერმა გადაკვეთა. ტრაილერების რაოდენობა წლის ჭრილში 7.6 ათასით არის შემცირებული.

ამასთან, ყოველწლიურად ჯამში ტრაილერების გატარებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი მესამე წელია მცირდება.

გზათსარგებლობის გადასახადი წლების მიხედვით

  • 2022 წელი - 128 მლნ ლარი
  • 2023 წელი - 181.9 მლნ ლარი
  • 2024 წელი - 179.4 მლნ ლარი
  • 2025 წელი - 171.2 მლნ ლარი

წყარო: სახელმწიფო ხაზინა

2025 წელს საქართველოს გზებით 489 391 საერთაშორისო სატვირთო ავტომობილმა ისარგებლა. 2024 წელს ტრაილერების რაოდენობა 512 665 შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები