საქართველოს დერეფანში სატრანზიტო ტრაილერების რაოდენობა გაიზარდა.
სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, წელს, 10 თვეში სატრანზიტო სატვირთო ავტომობილებმა ბიუჯეტში გზებით სარგებლობისთვის 151,808,996 ლარი გადაიხადეს, რაც წლიურად 7.04%-ით, ანუ თითქმის 10 მილიონი ლარით (9,990,326 ლარით) გაზრდილი მაჩვენებელია.
თითოეული სატრანზიტო ტრაილერი ქვეყნის გადაკვეთისთვის 350 ლარის მოსაკრებელს იხდის. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა ჯამურად 433,740-მა ტრაილერმა გადაკვეთა.
აქედან გამომდინარე, 2026 წლის 10 თვის განმავლობაში საქართველოში ყოველდღიურად საშუალოდ 1,427 სატრანზიტო ტრაილერი შემოდიოდა, მაშინ, როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი დღეში 1,333 ტრაილერს შეადგენდა.






















