მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარში საქართველოში ბანკების მოგება 19%-ით გაიზარდა

ბანკები

იანვარი კომერციულმა ბანკებმა 283.3 მლნ ლარის წმინდა მოგებით დახურეს, რაც წლის ჭრილში 19%-იანი ზრდაა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების თანახმად, 19 კომერციული და მიკრობანკიდან მოგებაზე 15 იყო, ხოლო ზარალი 4-მა ბანკმა აჩვენა ("ჰეშბანკი", "პეისერა", "ვითიბი" და "სილქ ბანკი").

მოგებიანობით პირველ ადგილზეა "საქართველოს ბანკი" 149 მლნ ლარით, მეორე ადგილზეა "თიბისი" 102.3 მლნ ლარი. მესამე ადგილს კი 9.2 მლნ ლარით "ლიბერთი" იკავებს. ხუთეულში შედის ბაზის ბანკი, რომლის წმინდა მოგება 8.4 მლნ ლარს შეადგენდა და კრედო ბანკი 6.7 მლნ ლარით.

იანვრის ბოლოსთვის ბანკების აქტივების მოცულობამ 106.5 მლრდ ლარს გადააჭარბა.

იანვარში ქართული ბანკების წმინდა მოგების/ზარალის მაჩვენებლები ასეთია:

საქართველოს ბანკი 149,1 მლნ დოლარი წლიური ზრდა 18.2%
თი–ბი–სი ბანკი 102,3 მლნ დოლარი წლიური ზრდა 15.3%
ლიბერთი ბანკი 9,2 მლნ დოლარი წლიური კლება 19.3%
ბაზის ბანკი 8,5 მლნ დოლარი წლიური ზრდა 19.7%
კრედო ბანკი 6,8 მლნ დოლარი წლიური კლება 7.3%
პროკრედიტ ბანკი 2,3 მლნ დოლარი წლიური კლება 2.6%
ტერა ბანკი 3,1 მლნ დოლარი წლიური ზრდა 3.3%
ქართუ ბანკი 1,1 მლნ დოლარი წლიური კლება 32.3%
ხალიკ ბანკი 2 მლნ დოლარი წლიური ზრდა 32.6%
პაშაბანკი 3,1 მლნ დოლარი წლიური ზრდა 218.2%
მიკრობანკი კრისტალი 2,4 მლნ დოლარი 2025 წლის იანვარში არ ოპერირებდა
იშ ბანკ 1,2 მლნ დოლარი წლიური ზრდა 34.6%
ვი–თი–ბი ბანკი -7,1 მლნ დოლარი ბანკი გასულ წელს 12,1 მილიონი დოლარის ზარალზე იყო
ზირაათ ბანკი 975 ათასი დოლარი წლიური ზრდა 55.9%
სილქ ბანკი -2,1 მლნ დოლარი ბანკი გასულ წელს 1.6 მილიონი დოლარის ზარალზე იყო
მიკრობანკი ემბისი 396 ათასი დოლარი წლიური ზრდა 34.52026
პეივბანკი 654 ათასი დოლარი ბანკი გასულ წელს 874 ათასი დოლარის ზარალზე იყო
ჰეშბანკი -674 ათასი დოლარი ბანკი გასულ წელს 637 ათასი დოლარის ზარალზე იყო
პეისერა -221 ათასი დოლარი ბანკი გასულ წელს 167 ათასი დოლარის მოგებაზე იყო

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები