მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარში საქართველოში ჰესების გამომუშავებული ელექტროენერგია 98%-ით გაიზარდა

კამარა  ჰესი

2024 წლის იანვარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავება გაიზარდა და მან 741 მილიონი კილოვატ საათი შეადგინა. 2023 წლის იანვართან შედარებით ელექტროენერგიის ეს მოცულობა 98%-ით მეტია, შედეგად ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულმა ენერგიამ საქართველოს მთლიან ენერგეტიკულ მოხმარებაში იანვარში 57%-იანი წილი დაიკავა. შედარებისთვის, ეს მაჩვენებელი 2023 წლის იანვარში მხოლოდ 28% იყო.

ზამთრის თვეებში საქართველოს ენერგეტიკის დამოკიდებულება ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავებაზე შემცირებულია, რაც სეზონური ფაქტორებით არის განპირობებული, თუმცა როგორც სტატისტიკიდან ჩანს, 2024 წლის იანვარი ამ მხრივ შედარებით ხელსაყრელი პირობებით (წყალ უხვობით) გამოირჩეოდა, რაც გაზრდილ გამომუშავებაშიც აისახა. აღნიშნულის გამო 2024 წლის იანვარში საქართველომ თბოელექტროსადგურების გამომუშავება 41%-ით შეამცირა, ხოლო ელექტროენერგიის იმპორტმა კი იანვარში 35%-ით იკლო.

სემეკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, იანვარში ყველაზე დიდი მოცულობის - 148 მილიონი კილოვატ საათის ელექტროენერგია ენგურჰესმა გამოიმუშავა, რაც წლიურ ჭრილში 132%-ით არის გაზრდილი. 210%-ით მოიმატა ვარციხეჰესის გამომუშავებამ, ვარდნილჰესების კასკადის გამომუშავება კი 206%-ით გაიზარდა.

რა მოცულობის ელექტროენერგია გამოიმუშავეს ქართულმა ჰესებმა 2024 წლის იანვარში:

  1. ენგურჰესი - 148 მლნ კვტ. სთ, ზრდა წინა წელთან 132%;
  2. ვარციხეჰესი - 98 მლნ კვტ. სთ, ზრდა წინა წელთან 210%;
  3. ვარდნილჰესების კასკადი - 44 მლნ კვტ. სთ, ზრდა წინა წელთან 206%;
  4. ხრამჰესი 2 - 36 მლნ კვტ. სთ, ზრდა წინა წელთან 24%;
  5. ხრამჰესი 1 - 32 მლნ კვტ. სთ, ზრდა წინა წელთან 41%;
  6. შუახევიჰესი - 32 მლნ კვტ. სთ, ზრდა წინა წელთან 162%;
  7. ჟინვალჰესი - 32 მლნ კვტ. სთ, ზრდა წინა წელთან 16%;
  8. ლაჯანურჰესი - 31 მლნ კვტ. სთ, ზრდა წინა წელთან 273%;
  9. გუმათჰესი - 28 მლნ კვტ. სთ, ზრდა წინა წელთან 474%;
  10. რიონჰესი - 27 მლნ კვტ. სთ, ზრდა წინა წელთან 217%;
  11. ხელვაჩაურიჰესი 1 - 26 მლნ კვტ. სთ, ზრდა წინა წელთან 123%;
  12. ფარავანჰესი - 24 მლნ კვტ. სთ, ზრდა წინა წელთან 8%;
  13. ძევრულაჰესი - 23 მლნ კვტ. სთ, ზრდა წინა წელთან 182%;
  14. ზაჰესი - 19 მლნ კვტ. სთ, ზრდა წინა წელთან 93%;
  15. კირნათიჰესი - 14 მლნ კვტ. სთ, ზრდა წინა წელთან 131%;
  16. აწჰესი - 12 მლნ კვტ. სთ, ზრდა წინა წელთან 64%;
  17. ოლდენერჯიჰესი - 10 მლნ კვტ. სთ, ზრდა წინა წელთან 114%;
  18. შაორჰესი - 9 მლნ კვტ. სთ, ზრდა წინა წელთან -9%;
  19. ჩითახევჰესი - 9 მლნ კვტ. სთ, ზრდა წინა წელთან 38%;
  20. ორთაჭალაჰესი - 7 მლნ კვტ. სთ, ზრდა წინა წელთან 50%.

რაც შეეხება ელექტროენერგიის მთლიან მოხმარებას, 2024 წლის იანვარში საქართველომ 1.3 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 2023 წლის იანვართან შედარებით 1%-ით ნაკლები იყო. კლება ძირითადად პირდაპირი მომხმარებლების (მსხვილი საწარმოების) მხრიდან დენის შესყიდვის შემცირებას უკავშირდებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები